Thursday, July 17, 2014

დიალექტები


პროექტის სახელწოდება

დიალექტები
პროექტის მთავარი   იდეა(თემა)
კუთხეებში გავრცელებული დიალექტები.
პროექტის აქტუალობა
დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე , ლიტერატურულ ნაწარმოებებში მაგალითების მოძიება, ვიქტორინისთვის კითხვარის შედგენა, ესეების დაწერა,  ლექსიკონის ელექტრონული ვერსიის   შედგენა.
პროექტის მიზნები

მოსწავლეები  მოიძიებენ მივიწყებულ ქართულ სიტყვებსა და გამოთქმებ ს, სხვადასხვა კუთხის დიალექტებს , გამოიკვლევენ მათ წარმოშობას და  მოიყვანენ  მაგალითებს. დააკვირდებიან, რა ასახვა პოვა ამ სიტყვებმა ლიტერატურაში; გამოიკვლევენ, რომელი ლიტერატურული პერსონაჟი ასოცირდება ამ იშვიათ სიტყვებთან.

 მოსწავლეთა ასაკი
 13-14
 ვადები/ ხანგრძლივობა
 ორი თვე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაიმდიდრებენ ქართული ენის ლექსიკის მარაგს, უკეთ გაეცნობიან საქართველოს კუთხეების თავისებურებებს. გაიუმჯობესებენ ინტერვიუს აღების უნარებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელოები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა
მოსწავლეები ინდივიდუალურად წამართავენ  სხვადასხვა კუთხის დიალექტების შესახებ ინფორმაციის კვლევა- ძიებას, რაც ხელს შეუწყობს მათი სააზროვნო უნარ- ჩვევების განვითარებას როგორიც არის ანალიზი,სინთეზი და შეფასება.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართულ ლიტერატურაში- გაიღრმავებენ ცოდნას ლიტერატურული ნაწარმოებებით,

ისტორია- ისტორიულ მოვლენებში პარალელს გაავლებენ, გეოგრაფიაში- დააკვირდებიან, რა შესაბამისობაა სიტყვებსა და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას შორის.
პროექტის  ხელმძღვანელი/ მასწავლებელი
დონარა ბოლქვაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
donarabolkvadre@gmail.com

No comments:

Post a Comment